03 ოქტომბერი 2024,   00:41
ვრცლად
11 დღის შემდეგ დამონტაჟებული გაწმენდითი აპარატურა-მდინარე ვერეში კანალიზაცია აღარ ჩაეშვება

11 დღის შემდეგ GWP-მ ვერეში ჩაშვებულ კანალიზაციის კოლექტორზე გამწმენდი ნაგებობა დაამონტაჟა, შესაბამისად ხვალიდან მდინარე ვერეში კანალიზაცია აღარ ჩავა.

მთავრობა პასუხისმგებლობას GWP-ს აკისრებს. კომპანიის წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ გადაწყვეტილება მთავრობასთან შეთანხმებით მიიღეს. მათი განმარტებით, ინფორმაცია ჰქონდა კრიზისების მართვის საბჭოსაც, რომლიც ხეობაში მიმდინარე სამუშაოებს კოორდინაციას უწევდა.

მდინარის დაბინძურებაზე საუბრობენ გარემოსდამცველები. მათი მტკიცებით, მდინარეში კანალიზაციის ჩაშვებით ხელისფლებამ კანონი დაარღვია. პასუხისმგებლობას გარემოსდამცველები მოხალისეების არაინფორმირებულობის გამო მთავრობას აკისრებენ.

მთავრობის პასუხისმგებლობაზე საუბრობენ ოპოზიციაშიც.

დედაქალაქის მერი კი, რომელმაც პასუხისმგებლობა თავდაპირველად კომპანია "თბილისის წყალს" დააკისრა დღეს დეზინფორმაციის გავრცელებაში მედიას და არასამთავრობო ორგანიზაციებს ადანაშაულებს.

ავტორები: მარიამ გაფრინდაშვილი, რამაზ უთრუგაშვილი, ირინა ჯორბენაძე.

 
ამავე თემაზე
დღის ამბები