03 ოქტომბერი 2024,   00:41
ვრცლად
ზოოპარკში დაკარგულ ვეფხვს ვერ მიაგნეს

მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა მძიმე ტექნიკა მზიურში, სადაც გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ანალოგიური პროცესი გვიან ღამე დასრულდა ზოოპარკშიც. ვოლიერების ნაწილი უკვე გაწმენდილია. ნაპოვნია დაკარგული ზოლებიანი აფთრის ლეში, რაც შეეხება ვეფხვს - მას ამ დრომდე ეძებენ.

სპეციალური ტექნიკის საშულებით, გუშინ ის ვოლიერი გაიწმინდა, სადაც მტაცებელი ბინადრობდა, თუმცა ლეშს მაშველებმა ვერ მიაგნეს. ზოოპარკში სამძებრო და გაწმენდითი სამუშაოები დილიდან განახლდება.

 
ამავე თემაზე
დღის ამბები