03 ოქტომბერი 2024,   00:30
ვრცლად
"ელექტროენერგიის ტარიფი არ გადაიხედება,"- სომხეთის მთავრობის პასუხი აქციის მონაწილეებს

სომხეთის ხელისუფლება ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდის გადაწყვეტილებას არ გადახედავს, თუმცა გაჭირვებულ ოჯახებს კომპენსაციას გადაუხდის. ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე ქვეყნის პრემიერ–მინისტრმა განაცხადა.

დათმობაზე წასვლას არ აპირებენ დემონსტრანტებიც.

მოთხოვნების შესრულებამდე ისინი საპროტესტო აქციების გაგრძელებას გეგმავენ.

მომიტინგეების ნაწილმა ღამე ღია ცის ქვეშ გაათენა და ამ დრომდე ბაგრამიანის ქუჩაზე რჩება, მასშტაბური გამოსვლა კი ტრადიციულად საღამოს 6 საათიდან დაიწყება.

ერევანში დაწყებულ საპროტესტო ტალღას სომხეთის კიდევ 4 დიდი ქალაქიც შეუერთდა.

ელექტროენერგიაზე გადასახადის გაზრდის გადაწყვეტილება ძალაში 1 აგვისტოდან უნდა შევიდეს. 

 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები