19 ნოემბერი 2024,   22:36
ვრცლად
დაწესებული შეზღუდვების ნაწილი მოსახლეობისთვის მიუღებელია
საკოორდინაცო საბჭოს მიერ დაწესებული შეზღუდვების ნაწილი მოსახლეობისთვის მიუღებელია.
 
მათი განმარტებით, ტრანსპორტის აკრძალვა პრობლემებს ისევ გაჭირვებულ მოსახლეობას შეუქმნის და სადღესასწაულო პერიოდში სამუშაო ადგილებზე ვერ ივლიან.
 
თუმცა, მოსახლეობის ნაწილი მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ეს ეპიდვითარებას გააუმჯობესებს, მზად არიან შეზღუდვას გაგებით შეხვდნენ.
 
საკოორდინაციო საბჭომ შეზღუდვების შესახებ გადაწყვეტილება გუშინ მიიღო. გეგმის მიხედვით, შეზღუდვები 4-დან 11 მაისის ჩათვლით მონაკვეთში იმოქმედებს.
 
დედაქალაქში, 3-დან 12 მაისის ჩათვლით არ იმუშავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი და დღესასწაულზე იკრძალება სასაფლაოებზე გასვლაც. არდგომის ღამეს გადაადგილების შეზღუდვა ღამის 11 საათიდან დილის 4 საათამდე იმოქმედებს.
დღის ამბები