03 ოქტომბერი 2024,   00:32
ვრცლად
UEFA სუპერთასის ბილეთების გაყიდვაზე კომენტარს აკეთებს

UEFA-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სუპერთასის ბილეთების გაყიდვის თემაზე „კურიერის“ შეკითხვას პასუხობს და აცხადებს, რომ ბილეთების გაყიდვა ექსკლუზიურად biletebi.ge-ზე მიმდინარეობდა, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სახელით მუშაობდა.

„ჩვენ მუდმივად ვუკავშირდებით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას და დარწმუნებული ვართ, რომ ტექნიკური პრობლემები მოგვარდება რაც შეიძლება სწრაფად. ბილეთების გაყიდვის ახალი თარიღის შესახებ ინფორმაციას ფედერაცია ტექნიკური პრობლემების მოგვარებისთანავე გაავრცელებს,“-აცხადებს UEFA და აქვე აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე დამატებით კომენტარს არ გააკეთებს. 

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთის ფედერაცია აცხადებდა რომ ისინი არ იყვდენ ბილეთების გაყიდვის პროცესთან კავშირში.

 
ამავე თემაზე
დღის ამბები