03 ოქტომბერი 2024,   00:33
ვრცლად
მშვიდობის ხიდთან ნაპოვნი მამაკაცის ცხედარი იდენტიფიცირებულია

მშვიდობის ხიდთან ნაპოვნი მამაკაცის ცხედარი 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაკარგული პიროვნება არ არის. ამის შესახებ „კურიერთან“ გარდაცვლილის ძმამ განაცხადა. ამ წუთებში მაშველებს ცხედარი მდინარიდან ამოყავთ.

როგორც გარდაცვლილის ძმა აცხადებს ის 2 დღის წინ გაუჩინარდა და სავარაუდოდ ეს თვითმკვლელობის შემთხვევაა.

როგორც ცნობილი ხდება ცხედარს ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენებენ.

 

 

დღის ამბები