03 ოქტომბერი 2024,   00:44
ვრცლად
"biletebi.ge საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სახელით მუშაობს,"- UEFA-ს წერილი "რუსთავი 2"-ს

"biletebi.ge საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სახელით მუშაობს,"- ამ შინაარსის წერილი „კურიერმა“ UEFA-სგან მიიღო. ოფიციალური წერილის თანახმად კი ირკვევა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებული განცხადებები, რომ UEFA-მ Biletebi.ge-თავად შეარჩია და ისინი პროცესში არ არიან ჩართულნი სიმართლეს არ შეესაბამება.

მეტიც UEFA სუპერთასის ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას სწორედ ფეხბურთის ფედერაციისგან ელოდება.

მთელი დღის მანძილზე biletebi.ge-ს ადმინისტრაცია კი ამტკიცებდა, რომ ბილეთების გაყიდვის ექსკლუზიური უფლება UEFA-სგან მათ ფედერაციის გვერდის ავლით და თბილისის კლუბ "დინამოს" რეკომენდაციით მიიღეს, თუმცა ამ ინფორმაციას დღის მანძილზე კლუბი "დინამო" არ ადასტურებდა.

დღეს ფეხბურთის ფედერაციაში UEFA-ს მიერ "კურიერისთვის" მიწერილ წერილზე კომენტარი არ გაუკეთებიათ, თუმცა განაცხადეს, რომ სუპერთასის ბილეთების ნაწილი კვლავ Biletebi.ge-ს მეშვეობით გაიყიდება, დანარჩენ ბილეთებთან დაკავშირებით კი ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

დამატებითი განმარტებების გაკეთება ამ საკითხზე დღეს არც biletebi.ge-ს 60%-იანი წილის მფლობელმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ისურვა.

დავით მიზანდარი, რომელიც კომპანიაში დირექტორის თანამდებობას იკავებდა დღეს ფედერაციაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდა.

ავტორი: მარიამგაფრინდაშვილი

 
ამავე თემაზე
დღის ამბები