სტიქიის დროს დაზიანებულ ავტომობილების მფლობელებს სახელმწიფო იმ შემთხვევაში დაეხმარება თუ ამის ფინანსური შესაძლებლობა ექნება-ამის შესახებ განცადება დღეს ფინანსთა მინისტრმა გააკეთა თბილისის მერმა კი აღნიშნა, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში არ არის.
ვაკის პოლიციაში კი ძირითადად ის დაზიანებული ავტომობილები რჩება, რომლებიც კერძო კომპანიებში დაზღვეული არ იყო.
ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ შესაძლებლობების მიხედვით ზიანის ანაზღაურება არასწორი ფორმაა და მთავრობა ვალდებულია დაზარალებულ მოქალაქეებს დახმარება აღმოუჩინოს. იგივე პოზიცია აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც. ტრანსპორტისა და გზების ასოციაციაში ამბობენ, რომ სახელწიფომ დაუზღვეველი მანქანების ანაზღაურებაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.
ოფიციალური მონაცემებით, მთავარმა პროკურატურამ სტიქიის შემდეგ 130-ზე მეტი დაზიანებული მანქანა აღრიცხა და მათი მდგომარეობა შეისწავლა. მათგან დაუზღვეველი სავარაუდოდ 40-მდეა.
დაზღვევის სახელმწფო ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით 13 ივნისის სტიქიით მიყენებულმა დაზღვეული ქონების ზარალმა 3,5 მილიონს გადააჭარბა.
ავტორები - ნინო სამყურაშვილი, ანა წერეთელი