03 ოქტომბერი 2024,   00:40
ვრცლად
"ქართველები მეორე მსოფლიო ომში" - ხვალიდან ეროვნულ მუზეუმში გამოფენა იხსნება

ეროვნული მუზეუმის უცნობი კოლექციები და ექსპონატები, რომლებიც ათეულობით წელია არ გამოფენილა.

იარაღი, სიგელები, მედლები პოლიგონზე შექმნილი ნახატები და პირადი წერილებიც. საგამოფენო სივრცეში მის ფონდებში დაცული იარაღი და მემორიალური ნივთები გამოფინა.

მტკიცებულებები, რომლებიც მოწმობს, რომ ქართველი მეომრები იცავდნენ არამხოლოდ საკუთარ ქვეყანას, არამედ მსოფლიოს ახალი წესრიგის დამყარებაში მონაწილეობდნენ.

გამოფენაზე წარმოდგენილია ყველაზე მნიშვენლოვანი ჯილდოები, რაც ქართველ მეომრებს ბრძოლაში მიუღიათ. ორდენებიც და მათი პირადი წერილებიც მუზეუმს სხვადასხვა დროს თავად ვეტერანებმა ან მათმა ოჯახებმა გადასცეს.

გამოფენას "ქართველები მეორე მსოფლიო ომში" ეწოდება.

ავტორები: მაია ლომიძე, ლაშა მუმლაძე. 

 

დღის ამბები