03 ოქტომბერი 2024,   00:32
ვრცლად
ბათუმში „ერმაკოვის ბუტკები“ აიღეს

ბათუმში ე.წ. „ერმაკოვის ბუტკები“ აიღეს.

გოგებაშვილის ქუჩა, სადაც 21 ჯიხური გუშინ დილით დადგეს ნაცრისფერი კონსტრუქციებისგან უკვე თავისუფალია. ქალაქის მერიამ სამუშაოები გვიან ღამით დაიწყო.

ბულვარის ტერიტორიაზე რამდენიმე ტრაქტორი და მძიმე ტექნიკა მუშაობდა.

პროცესს თვალყურს მერიის სამსახურების წარმომადგენლები ადევნებდნენ, რომელთაც ბულვარი მედიის გამოჩენისთანავე დატოვეს.

მათ ჟურნალისტებთან არ დაუკონკრეტებიათ ვინ გასცა ჯიხრების დემონტაჟის ბრძანება.

სანაპირო ზოლის გასწვრივ, ჯიხურების დადგმის გადაწყვეტილება ბათუმის მერიამ მიიღო და ცენტრალურ ნაწილში მათი განთავსება, გარე მოვაჭერეებისთვის ლოკაციის შეცვლის აუცილებლობით ახსნა.

 
დღის ამბები