ტყიბულში მოკლული ზაურ სოფრომაძის ოჯახი ბრალდებულის გათავისუფლებას აპროტესტებს.
გარდაცვლილის და განმარტავს, რომ დაკავებული პროკურატურის და ნაფიცმსაჯულების არასათანადო მუშაობის გამო გათავისუფლდა. მისი თქმით, ზაზა ჩაფიძე არის მკვლელი, რაც სათვალთვალო კამერის ჩანაწერშიც ჩანს. ოჯახი ჩადენილი დანაშაულის მოტივად შეკვეთილ მკვლელობას ასახელებს.
გარდაცვლილის ახლობლები დახმარებას ხელისუფლებას სთხოვენ, ისინი დამნაშავის დაკავებას და დასჯას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში სამართლის აღსრულებას თავად შეეცდებიან.
35 წლის ზაურ სოფრომაძე გასულ წელს მოკლეს. მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ზაზა ჩაფიძე ნაფიცმსაჯულთა ვერდიქტით სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.