20 ნოემბერი 2024,   22:23
ვრცლად
ციხეებში არასათანადო მოპყრობის 21 ფაქტი - ომბუდსმენის ყოველწლიური ანგარიში

ციხეებში არასათანადო მოპყრობის 21 ფაქტზეა საუბარი სახალხო დამცველის ყოველწლიურ ანგარიშში.

ეს დოკუმენტი უჩა ნანუაშვილმა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების და სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებს გააცნო.

ანგარიშში, ამ ფაქტების გარდა, საუბარია პატიმრობის პირობებზე, პენიტენციალურ ჯანდაცვაზე და შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ ორგანოებზე.

სახალხო დამცველმა ეს პრეზენტაცია დღეს წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღეს დაამთხვია.

"მთავარი გამოწვევა კვლავ რჩება არასათანადო მოპყრობის ფაქტების შესახებ შემოსული განცხადებები. მათი რაოდენობა, სამწუხაროდ, გასული წლის განმავლობაში გაზრდილია და ამ ფაქტებზე რეაგირება გამოძიების კუთხით ადეკვატური არ იყო,“ - აცხადებს უჩა ნანუაშვილი

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, ომბუდსმენის 12 რეკომენდაციიდან, რომელიც უწყებას ეხება, ნახევარი არის ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული.

არჩილ თალაკვაძის თქმით, ეს რეკომენდაციები დაეხმარება უწყებას, რათა ამისათვის მოითხოვონ მეტი დაფინანსება.   

 
დღის ამბები