03 ოქტომბერი 2024,   00:39
ვრცლად
პრემიერ-მინისტრმა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ატაშეს ორდენი გადასცა

სოფლის მეურნეობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის პრემიერ-მინისტრმა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის მეურნეობის ატაშეს, ხუან ხოსე ეჩანოვეს, ოქროს საწმისის ორდენი გადასცა.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, 2012 წლიდან დღემდე ხუან ხოსე ეჩანოვე პირადად უწევს დახმარებას საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგში არსებული საჭიროებების იდენტიფიცირებას, შესრულების მონიტორინგს და აქტიურად თანამშრომლობს როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, ისე ფერმერებთან, კოოპერატივების წევრებთან და ატარებს მხარდამჭერ კამპანიას სოფლის მეურნეობის დარგის პოპულარიზაციისთვის.

 
დღის ამბები