გადაუღებელმა წვიმამ თბილისში პრობლემები შექმნა, დიდ დიღომში გზები დაიტბორა.
მოძრაობა უკვე აღდგენილია და შესაბამისი სამსახურები ახლა ზარალს ითვლიან, ადგილზე 20-მდე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.
გუშინვე ცნობილი გახდა, რომ ბერი ანდრიას ფონდში განადგურებულია ინვენტარი. უბნის გამგებელი აცხადებს, რომ ზარალის დათვლა მიმდინარეობს და გამგეობა დაზარალებულებს დაეხმარება.