ჩინური წარმოების ვაქცინების ავტორიზაციის საკითხს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მომდევნო კვირის ბოლოს გადაწყვეტს. ექსპერტთა ჯგუფი "სინოფარმის“ და "სინოვაკის“ საკითხზე ამ დრომდე მსჯელობს.
ორგანიზაციაში მიზეზები არ განუმარტავთ, რატომ ვერ ჩაეტია ორგანიზაცია დაანონსებულ ვადებში, თქვეს მხოლოდ ის, რომ მსოფლიოში არსებული არასტაბილური ვითარების გამო, აუცილებელი და საჭიროა მეტი და უსაფრთხო ვაქცინა.