ავღანეთში მომხდარი აფეთქების დროს 30 ადამიანი დაიღუპა და 60-მდე დაშავდა. შემთხვევა ლოგარის პროვინციაში მოხდა. დანაღმული ავტომობილი ერთ-ერთ სასტუმროსთან აფეთქდა, სადაც სტუდენტები იმყოფებოდნენ.
აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ მიმდებარე შენობების მინები ჩაამსხვრია.