როგორი ამინდი იქნება თბილისში უახლოეს დღეებში - გარემოს ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ შესაძლებელია, დღის ბოლოს დედაქალაქში ისეთივე ამინდი იყოს, როგორც გუშინ.
"დღეს, დღის ბოლოსაც შესაძლებელი იქნება, ისეთივე ამინდი იყოს, როგორიც გუშინ, წერტილოვნად. ცალკეულ უბნებში ნალექი მომავალ კვირებშიც იქნება.
დასავლეთის მიმართულებით, შესაძლებელია ნალექი დღის პირველ ნახევარში, თუმცა ეს ყველაფერი წერტილოვნად. მნიშვნელოვანი და მკვეთრი ამინდის ცვლილება არ იქნება,"- განაცხადა მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ "რუსთავი 2-თან".
გუშინ დედაქალაქის რამდენიმე უბანში ძლიერი წვიმა იყო - ყველაზე დიდი პრობლემა ნალექმა დიდ დიღომში შექმნა, სადაც საცხოვრებელი სახლები დაიტბორა.