19 ნოემბერი 2024,   20:26
ვრცლად
კახი კავსაძის სამოქალაქო პანაშვიდზე ბიძინა ივანიშვილი, მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლები მივიდნენ

რუსთაველის თეატრში, სადაც მსახიობ კახი კავსაძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს, პოლიტიკოსები მივიდნენ. რამდენიმე წუთის წინ ადგილზე ბიძინა ივანიშვილი მივიდა ცოლთან, ეკა ხვედელიძესთან ერთად.

გარდაცვლილ მსახიობს პატივი მიაგეს მმართველი გუნდის წევრებმა - თეატრში იმყოფებოდა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ცოლთან ერთად, ასევე - მთავრობისა და პარლამენტის წევრები, თბილისის მერი.

გარდა მმართველი გუნდისა, პანაშვიდზე ოპოზიციის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.

 

დღის ამბები