25 აპრილი 2024,   02:54
ვრცლად
იერუსალიმში მაცხოვრის საფლავზე ზეციური ცეცხლი გადმოვიდა

იერუსალიმში მაცხოვრის საფლავზე ზეციური ცეცხლი გადმოვიდა. წმინდა ცეცხლის გადმოსვლას აღდგომის ტაძარში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მომლოცველები ელოდებოდნენ. ტაძარში ახლა მხოლოდ ვაქცინირებული პირები არიან და შარშანდელისგან განსხვავებით, ტაძარი მომლოცველებით სავსეა. 

წმინდა ცეცხლს მომლოცველები საქართველოში დღეს 20 საათზე ჩამოაბრძანებენ

საეკლესიო წყაროების მიხედვით, დიდ შაბათს იერუსალიმის ტაძარში მადლმოსილი ცეცხლის გადმოსვლა საკვირველი მტკიცებაა მართლმადიდებლური სარწმუნოების ჭეშმარიტებისა და დიდებულებისა. უნივთო ცეცხლმა, ნათელმა, მოციქულთა და წმიდა მამათა მოწმობით, ჯერ კიდევ აღდგომისას განაბრწყინა მაცხოვრის საფლავი.

დღის ამბები