რუსთავის აზოტის თანამშრომლები ამ წუთებში ადმინისტრაციას ხვდებიან. გაფიცვა მეხუთე დღეა გრძელდება. მათ დღეს ხელფასების მომატებასთან დაკავშირებით, პასუხი უნდა მიიღონ. წინა შეხვედრა კომპანიის ხელმძღვანელობასთან უშედეგოდ დასრულდა.
ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შესახვედრად შენობაში 30 ადამიანი შევიდა. თავის მხრივ, აზოტის ქარხნის ადმინისტრაციას საკუთარი მოთხოვნები ჰქონდა, რომელიც მდგომარეობს შემდეგში, რომ შეხვედრას არ დასწრებოდა არც პროფკავშირის წარმომადგენელი და არც იურისტი.
ადგილზე იმყოფება რუსთავის მერი, ირაკლი ტაბაღუა იმედოვნებს, რომ შეთანხმება შედგება.
"რუსთავი აზოტის" თანამშრომლები მეხუთე დღეა გაფიცულები არიან. დასაქმებულებს ხელფასის 50 პროცენტით გაზრდა სურთ. რამდენიმე დღეა, შეჩერებულია ძირითადი პროდუქციის წარმოება. ამ დროისთვის მხოლოდ ჟანგბადის საამქრო მუშაობს, საიდანაც სამედიცინო დაწესებულებების ჟანგბადით მომარაგება ხდება.