19 ნოემბერი 2024,   20:46
ვრცლად
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი მეორედ დაისეტყვა - დაზიანებულია სასოფლო სამეურნეო სავარგულები

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი მეორედ დაისეტყვა. ცოტა ხნის წინ სტიქიამ გიორგეთის თემის სოფლებში ბაღდათსა და კაკლიანში სასოფლო სამეურნეო სავარგულები დააზიანა. 

წინასწარი ინფორმაცია, დასეტყვილია ერთწლიანი კულტურები. 

მესამე დღეა კახეთი სტიქიას ებრძვის. ღამით ძლიერმა სეტყვამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელი კაჭრეთი დააზარალა. განადგურებულია ნათესები და ვენახები, დაზიანდა 150-მდე საცხოვრებელი სახლის სახურავი. ძლიერი სეტყვის შედეგად დაიხოცა შინაური ფრინველი.

 

 

დღის ამბები