19 ნოემბერი 2024,   20:38
ვრცლად
ღვთიური ცეცხლი და პანდემია - იერუსალიმის აღდგომის ტაძარში წელს მხოლოდ ვაქცინირებული მორწმუნეები შეუშვეს

დიდი შაბათი და მაცხოვრის აღდგომის ტაძარი - ეს ის დრო და ადგილია, სადაც უკვე საუკუნეებია სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლები წმინდა ცეცხლის გადმოსვლას ერთად ელოდებიან.

წელსაც უმნიშვნელოვანესი საეკლესიო მოვლენა, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა.

კუვუკლიიდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა თეოფილე მესამემ თბილისის დროით 14:55 წუთზე - შესვლიდან ზუსტად 4 წუთში გამოიტანა. მანამდე იერუსალიმის ეკლესიის მეთაურმა უფლის საფლავზე აღმართულ სამლოცველოში ცეცხლის გადმოსვლამდე საგანგებო ლოცვები შეასრულა.

ტრადიცია არც წელს დარღვეულა - აღდგომის ტაძარში ხმაურით და დაფდაფებით ერთმანეთის მხრებზე შემომსხდარი ახალგაზრდა არაბი მართლმადიდებლები გამოჩნდენენ და ცეცხლის გადმოსვლას ხმამაღალი შეძახილებითა და ცეკვით უცდიდნენ.

წელს, გასულ წელთან შედარებით, იერუსალიმში პანდემის გამო შეზღუდვები უფრი შეამსუბუქეს. აღდგომის ტაძარში ცეცხლის გადმოსვლაზე დასწრების უფლება მხოლოდ კორონავირუსზე ვაქცინირებულ პირებს მისცეს. ისინი კი, ვისაც აცრა გაკეთებული არ ჰქონდა, წმინდა კონსტანტინესა და ელენეს მონასტრის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ .

ცეცხლს, რომელსაც მორწმუნები წმინდა ნათელს უწოდებენ, სიმბოლურად იესო ქრისტეს აღდგომას განასახიერებს. წმინდა ცეცხლს მორწმუნები ჯერ ბეთლემში, შემდეგ კი - მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ავრცელებენ.

დღის ამბები