19 ნოემბერი 2024,   20:33
ვრცლად
გაფიცვის მეხუთე დღე აზოტის ქარხანაში - ადმინისტრაციასა და დასაქმებულებს შორის შეთანხმება ისევ ვერ შედგა

აზოტის ქარხნის ადმინისტრაციასა და დასაქმებულებს შორის შეთანხმება ისევ ვერ შედგა. უშედეგოდ დასრულდა შეხვედრა, სადაც კომპანიამ რამდენიმეპუნქტიანი გეგმა წარადგინა და განმარტა, რომ აქციის მონაწილეთა მოთხოვნები სრულად გაითვალისწინა. საპირისპიროს ამბობენ გაფიცულები. მათი თქმით, დოკუმენტში პრობლემების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია ასახული.

მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე აზოტის ქარხნის თანამშრომლები გაფიცვის დასრულებას არ აპირებენ. ამბობენ, რომ მათი სამუშაო პირობები მძიმეა, ანაზღაურება კი საკმაოდ დაბალი.

დღეს ადმინისტრაციასა და გაფიცულებს შორის გამართულ შეხვედრას დამსაქმებლის მოთხოვნით არ ესწრებოდნენ არც იურისტები და არც პროფკავშირების წარმომადგენლები. 

ხელფასის 50-ით პროცენტით გაზრდის მოთხოვნით აზოტის ქარხნის თანამშრომლები აქციებს უკვე მეხუთე დღეა მართავენ. ამის გამო შეჩერებულია ძირითადი პროდუქციის ამონიუმის გვარჯილის და ნატრიუმის ციანიდის წარმოება. გაფიცულები საწარმოს ტერიტორიაზე არც სატვირთო მანქანებს უშვებენ, ამ დროისთვის "რუსთავის აზოტში“ მხოლოდ ჟანგბადის საამქრო მუშაობს, საიდანაც სამედიცინო დაწესებულებებს ჟანგბადით ამარაგებენ.

დღის ამბები