რამდენიმე წუთის წინ თბილისში იერუსალიმიდან ცეცხლი ჩამოიტანეს.
ამჯერად ისრაელში თბილისიდან 3-კაციანი დელეგაცია გაემგზავრა, რადგან ქვეყანაში პანდემიის გამო შეზღუდვებია და პილიგრიმებს არ ჰქონდათ უფლება, დასწრებოდნენ ცერემონიას.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, განსხვავებით წინა წლებისგან, მცირე რაოდენობით მრევლი შეიკრიბა.
ნახევარ საათში, ცეცხლს საქართველოს საპატრიარქოში მიიტანენ, საიდანაც მას ტაძრებში გადაანაწილებენ.