ეკლესიებში უკვე ელოდებიან ცეცხლს იერუსალიმიდან, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოვიდა. ერთ საათში საქართველოში მოქმედ მართლმადიდებელ ტაძრებში სააღდგომო ლიტურგია უნდა დაიწყოს. მრევლი იკრიბება, მათ დღეს გამონაკლისის სახით, 23 საათამდე გადაადგილების უფლება აქვთ.
სამებაში სულ მალე მივა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქიც. როგორც არქიმანდრიტი, სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური იოანე ამბობს, ილია მეორეს 23 საათისთვის ელოდებიან, ამის შემდეგ კი წაიკითხავენ სააღდგომო ეპისტოლეს და დაიწყება საზეიმო ლოტონიობა.
წირვა, დაახლოებით, 4 საათზე დასრულდება.
"9 საათიდან შეეძლებათ ტაძრებსა და ეპარქიებს, რომ საპატრიარქოდან წაიღონ მადლმოსილი ცეცხლი, სამების საკათედრო ტაძარშიც მოაბრძანებენ და მრევლს საშუალება ექნება, ცეცხლი სახლებში წაიღონ," - ამბობს არქიმანდრიტი იოანე.