19 ნოემბერი 2024,   20:41
ვრცლად
როგორ უნდა მოვექცეთ მათ, ვინც ჩვენ გვმტრობს? - პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათალიკოს-პატრიარქის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლეში ნათქვამია, რომ ქრისტეს მსგავსად, მოძულეებს სიყვარულით უნდა მოვეპყროთ, თუმცა, მათ ცოდვებსა და უსჯულოებებს უნდა გავემიჯნოთ.

"როგორ უნდა მოვექცეთ მათ, ვინც ჩვენ გვმტრობს?

ვინაიდან უფალს მზე ამოჰყავს ბოროტთა და კეთილთა ზედა და აწვიმებს მართალთაც და უსამართლოთაც (მთ.5,45), ჩვენ, თუ საკუთარი თავი გვიყვარს და ღვთისშვილობა გვსურს, მაცხოვრის მსგავსად, უნდა მოვექცეთ ჩვენს მოძულეს, ანუ გულწრფელი სიყვარული ვაჩვენოთ, სიკეთე მივაგოთ, მისთვის ვილოცოთ და ბოროტებაზე ბოროტებით არ ვუპასუხოთ; ოღონდ, როგორც მოყვასთან მიმართებაში, ამ შემთხვევაშიც, უნდა გავემიჯნოთ მის ცოდვებსა და უსჯულოებებს;

ხოლო თუ ეკლესიისა და მოყვასის მიერ სინანულისკენ მომწოდებელი არაერთგზისი შეგონებანი არ იქნება მისგან შესმენილი, უნდა განვეშოროთ მას, "როგორც მეზვერესა და წარმართს," - ნათქვამია პატრიარქის ეპისტოლეში. 

დღის ამბები