სამების საკათედრო ტაძარში, გასული წლისგან განსხვავებით, დისტანცია დაცული არ იყო, თუმცა, ტაძრში და მის ეზოში ყველა პირს პირბადე ეკეთა. პროცესს სტიქიაროსნები აკონტროლებდნენ. მრევლი ეკლესიაში გვიან ღამით - 23 საათამდე მივიდა და მხოლოდ დილის 4 საათის შედეგ წავიდნენ.
ტაძრებში სააღდგომო ლიტურგია წესების დაცვით ჩატარდა. პირბადე და ორმეტრიანი დისტანცია დაცული იყო ვაჟა-ფშაველას წმ. ბარბარეს ეკლესიასა და წმ. კვირიკეს ეკლესიაში. უზრუნველყოფილი იყო გახმოვანების სისტემა, რითაც მრევლს საშუალება ჰქონდა ქადაგება ტაძრის ეზოდან მოესმინათ.
გამონაკლისი შემთხვევა იყო ქაშუეთის ეკლესია. მრევლს, უმეტეს შემთხვევაში, არ ეკეთა პირბადე და დისტანცია არ იყო დაცული არც ტაძრის გარე პერიმეტრზე.