სააღდგომო ლიტანიობის შემდეგ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ეპისტოლეს მაღალი იერარქები გამოეხმაურნენ. ახალქალაქისა და კუმურდოს და კარის მიტროპოლიტ ნიკოლოზ ფაჩუაშვილის განცხადებით, ილია მეორეს გზავნილებს საზოგადოებამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს
"დღეს ჩვენი პატრიარქი ისეთ მდგომარეობაშია, ყოველი სიტყვა ხანდახან არ გვესმის ჩუმად ლაპარაკობს და მივაყურადებთ ხოლმე, რომ ერთი სიტყვა არ დაგვეკარგოს, ისეთ მნიშვნელოვან სიტყვებს ამბობს და გადაწყვეტილებებს ღებულობს ქვეყნისთვის. ვილოცოთ, 6 წელი დაგვრჩა და ეს 6 წელი თუ პატრიარქთან გავატარეთ, პირობას გაძლევთ, რომ საქართველო ამ პერიოდისთვის ყოველგვარი კრიზისიდან გამოსული იქნება," - განაცხადა მიტროპოლიტმა.