პანდემიის გამო, სასაფლაოები დაიხურა. გზები პოლიციას აქვს გადაკეტილი. აკრძალვა არ ვრცელდება მხოლოდ დაკრძალვის პროცესზე. შეზღუდვების დარღვევა ითვალისწინებს დაჯარიმებას - 2000 ლარის ოდენობით.
პოლიციას გადაკეტილი აქვთ სასაფლაომდე მისასვლელი გზები, კონტროლდება სასაფლაოს პერიმეტრიც. შეზღუდვების დამრღვევი პირი ჯერჯერობით გამოვლენილი არაა.
თბილისის მსგავსად შეზღუდვები მოქმედებს რეგიონებშიც. სასაფლაოზე გასვლა აკრძალულია 4 მაისის ჩათვლით.