19 ნოემბერი 2024,   20:21
ვრცლად
"ამ დღესთან დაკავშირებით ყველას ვპატიობ, რაც კი საწყენი რაიმე უთქვამს ან გაუკეთებია ჩემთვის" - კათოლიკოს-პატრიარქი

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც მიტევებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამ დღესთან დაკავშირებით წყენას ყველას პატიობს და თავის მხრივ სხვებისგანაც ითხოვს პატიებას.

"ქრისტე აღდგა!

ამ დღესთან დაკავშირებით ყველას ვპატიობ, რაც კი საწყენი რაიმე უთქვამს ან გაუკეთებია ჩემთვის;

და ამ დღესთან დაკავშირებით ყველას ვთხოვ პატიებას, რაც მიწყენინებია მისთვის.

ღმერთი იყოს თქვენი და ჩვენი მფარველი. ღმერთმა შეგვინდოს თქვენც და ჩვენც ცოდვები ჩვენი.

ჩვენთან არს ღმერთი!

ილია II

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

საქართველოს საპატრიარქო

აღდგომა ქრისტესი, 02.05.2021"

განცხადებას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

დღის ამბები