ბათუმში 34 წლის კოვიდპაციენტი გარდაიცვალა - ახალგაზრდა ქალი კლინიკა "ბიემსიში" მკურნალობდა. ის სამედიცინო დაწესებულებაში 8 აპრილს შეიყვანეს.
პაციენტს რამდენიმე ქრონიკული დაავადება აღენიშნებოდა, რის გამოც ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და საჭირო გახდა მისი რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანა.
34 წლის ქალს თავის ტვინის ინფარქტი განუვითარდა. პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.