როგორ ცდილობს ინდოეთის მოსახლეობა უკიდურესად გართულებულ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას ებრძოლოს - ამის შესახებ "დღის კურიერის" ეთერში თამარ ლაშაურმა ისაუბრა, რომელიც ამჟამად ინდოეთში ცხოვრობს.
მისი თქმით, არიან ადამიანები, რომლებიც უსასყიდლოდ ეხმარებიან ჟანგბადით მათ, ვისაც ეს სჭირდება.
"მიდიან ისეთ საავადმყოფოებში, რომელიც მათ საცხოვრებელ ადგილთან ახლოსაა და კითხულობენ, არის თუ არა თავისუფალი საწოლი. ზოგს უწევს, რომ დაიცადოს დიდი ხანი, ზოგს უწევს სოციალურ ქსელში დაპოსტოს, ვინმეს თუ აქვს, მაგალითად, ჟანგბადის ბალონი, იმიტომ, რომ ვიღაცას უმთავრდება და შეიძლება დაიღუპოს ეს ადამიანი. არიან ადამიანები, რომლებიც მიდიან და უსასყიდლოდ ეხმარებიან.
არის ორგანიზაციები და, უბრალოდ, ხალხი რომლებიც უფასოდ უვსებენ ამ ჟანგბადის ბალონებს მსურველებს, მაგრამ ისეთი სიტუაცია, რომ სანამ მიხვალ, უკვე დამთავრებულია, რადგან ყველა იქაა და ელოდება ავსებას,"- განაცხადა რესპონდენტმა "დღის კურიერის" ეთერში.