03 ოქტომბერი 2024,   00:44
ვრცლად
სუპერთასის ბილეთებს biletebi.ge გაყიდის - ფეხბურთის ფედერაცია

სუპერთასის ბილეთებს biletebi.ge გაყიდის, - ეს განცხადება ფეხბურთის ფედერაცის პრესსამსახურის თანამშრომელმა მას შედემდეგ გააკეთა, რაც ფედერაციამ UEFA-ს სამოქმედო გეგმის შესახებ ინფორმაცია გადაუგზავნა.

შემუშავებული დოკუმენტის ზუსტი შინაარსი ჯერჯერობით ცნობილი არ არის. 

"საკმაოდ მოცულობითია დოკუმენტი, დეტალებში ჩაშლილია ჩვენი პოზიცია. ბილეთების რეალიზაციის დაწყების თარიღს biletebi.ge-თან ერთად კონსულტაციების შემდეგ გამოვაცხადებთ," - განაცხადა ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის თანამშრომელმა, ეკა ელოშვილმა, ჟუნრალისტებთან საუბრის დროს. 

ფეხბურთის ფედერაციაში დღესვე დაადასტურეს კურიერისთვის UEFA-ს მიერ მიწერილი წერილის შინაარსი, სადაც UEFA ამბობდა, რომ ხელშეკრულება biletebi.ge-სთან ფეხბურთის ფედერაციამ გააფორმა. 

"კი, ჩვენ გავაფორმეთ ხელშეკრულება biletebi.ge-თან ისევე, როგორც თბილისის აეროპორთთან, კეთილმოწყობის სამსახურთან, სტადიონის ხელმძღვანელობასთან  და ყველა იმ იურიდიულ პირთან, რომლებიც სუპერთასის ფინალის მზადების პროცესში არიან ჩართულები," - განაცხადა კურიერთან საუბრის დროს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, რეზი არველაძემ. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები