ზუსტად 28 წლის წინ, 1993 წელს, გაერომ სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებს შეახსენა, პატივი სცენ სიტყვის გამოხატვის თავისუფლებას. ამ დღის შემდეგ მსოფლიოში პრესის თავისუფლების დღე აღინიშნება.
თავისუფალი სიტყვის თქმა იოლი არ არის. ამ სიტყვისთვის ჟურნალისტები ხშირად მოუკლავთ, მათ შორის, საქართველოშიც. თავისუფალი სიტყვისთვის ბრძოლაში "რუსთავი 2-მა" დაარსების დღიდან ძალიან დიდი ფასი გადაიხადა და ეს ფასი ჩვენი კოლეგის, გიორგი სანაიას სიცოცხლე იყო.
დღეს მედიას სხვა გამოწვევების წინაშე უწევს გამკლავება, მათ შორის არის კორონავირუსის პანდემია და დეზინფორმაცია - რომლის ერთადერთი ვაქცინა სწორედ თავისუფალი პრესაა.
მარიამ შანშიაშვილმა ჩვენი კოლეგები ერთი დღით რესპონდენტებად აქცია და მათგან გაიგო, როგორია დღეს თავისუფალი პრესა საქართველოში.