ლაგოდეხში 83 წლის მოხუცს ეძებენ.
ოჯახის ახლობლები "რუსთავი 2"-ს დაუკავშირდნენ და დახმარება სთხოვეს. მათი ინფორმაციით, ოჯახი დაკარგულ მოხუცს უკვე 6 დღეა უშედეგოდ ეძებს.
დაკარგული მოხუცის ფოტოც სწორედ ოჯახმა მოგვაწოდა. თუ ფლობთ ინფორმაციას მოხუცი ქალის შესახებ, დაუკავშირდეთ სამართალდაცველებს და ასევე შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ინფორმაცია "რუსთავის 2"-ის ფეისბუკ გვერდზე.