19 ნოემბერი 2024,   20:43
ვრცლად
ქართველი ეპისკოპოსი, რომელიც ახალგაზრდობაში ცნობილი როკერი იყო - რა ვიცით მეუფე მიქაელზე?

როკჯგუფი "მემენტო მორი" 1987 წელს თბილისში შეიქმნა. მის თავდაპირველ შემადგენლობაში შედიოდნენ: მალხაზ კობერიძე (ვოკალი და გიტარა), ალეკო ჩერქეზიშვილი (დასარტყამი ინსტრუმენტები) და მამუკა გაბრიჭიძე (ბასი).

ფოტოზე სწორედ მამუკა გაბრიჭიძეს ხედავთ, რომელიც 1994 წელს ყველასთვის მოულოდნელად ბერად აღიკვეცა. ახლა ყოვლადუსამღვდელოესი მიქაელი თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსია (2013 წლიდან).

როკჯგუფი "მემენტო მორი" 1990 წელს თბილისის "დინამოს" სტადიონზე გამართულ როკ-აქციაზეც წარდგა კომპოზიციებით – "მემენტო მორი", "მშრომელი ხალხი" და "სადღაც შორს".

ცნობისთვის: მეუფე მიქაელი 1966 წლის 25 იანვარს ზესტაფონში დაიბადა. საპატრიარქოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ბიოგრაფიული მონაცემებით ირკვევა, რომ მისი ანგელოზის დღეა 19 სექტემბერი და 21 ნოემბერი – მთავარანგელოზ მიქაელის ხსენება.

ის ბერად აღიკვეცა 1994 წლის ორ აპრილს, იმავე წლის პირველ ივნისს - დიაკვნად, 13 ნოემბერს კი მღვდლად აკურთხეს. 

2013 წლიდან ის წმინდა სინოდის წევრია. ხელმძღვანელობს თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქიას. 

დღის ამბები