19 ნოემბერი 2024,   20:39
ვრცლად
მარტვილში წაჩხურობა აღინიშნება - ეკლესიაში დღეს განსაკუთრებული ხალხმრავლობა იყო

მარტვილში წაჩხურობა აღინიშნება. მრევლმა, ტრადიციულად, ტაძარში მისასვლელი გზა ფეხით გაირა. ტრადიცია, რომელიც საუკუნეებს ითვლის, წელს გიორგობის დღესასწაულს დაემთხვა, რის გამოც ეკლესიაში განსაკუთრებული ხალხმრავლობა იყო. 

ტრადიციის მიხედვით, ტაძრამდე მისასვლელი გზა მრევლმა აკვნებით ხელში უნდა გაიაროს - ეს ნიშანია იმისა, რომ მომლოცველი უფლისგან უშვილობის დაძლევას ითხოვს.

წაჩხურობის ტრადიცია საუკუნეებს ითვლის და ტაძარი უნაყოფოთა შემწედ და მფარველად არის მიჩნეული.

დღის ამბები