19 ნოემბერი 2024,   20:35
ვრცლად
"გასაღები აიღო და გადამარტყა... ამის მერე ცუდად ვხდები ხოლმე" - რამაზ ბეღელური საოკუპაციო ძალებს სტრასბურგის სასამართლოში უჩივლებს

რამაზ ბეღელური საოკუპაციო ძალებს სტრასბურგის სასამართლოში უჩივლებს. ცხინვალის ციხის 36 წლის ყოფილი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა, გათავისუფლების შემდეგ, სულ უფრო უარესდება.

როგორც რამაზ ბეღელური ამბობს, მას მეთვალყურის გარეშე გადაადგილება და რაიმე სახის ფიზიკური აქტივობა დამოუკიდებლად არ შეუძლია. 36 წლის მამაკაცი ამბობს, რომ მას მიღებული ტრავმისგან ეპილეფსია განუვითარდა. რამაზ ბეღელურის თქმით, როდესაც ის ოკუპანტებმა გაიტაცეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ. 

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ის ორჯერ გორის კლინიკაში, ამჯერად კი თბილისში ინგოროყვას სახელობის საავადმყოფოში მოათავსეს.

“ნელ-ნელა მოვდიოდი საჭირო ოთახიდან, ჩქარაო და შემაგინა. შევხედე და გავჩერდი და კიდევ შემაგინა, გასაღები აიღო და გადამარტყა. გამიტყდა თავი. მიდი ჩქარა დაიბანე თავი, უფროსმა არ დამინახოსო. ამის მერე ცუდად ვხვდები ხოლმე. შეშინებული მყავს მთელი ბიჭები, ძლივს მასულიერებენ ხოლმე, კრიჭა მეკვრება ხოლმე,“ - ამბობს რამაზ ბეღელური.

დღის ამბები