19 ნოემბერი 2024,   20:46
ვრცლად
კადრის გამო შეწყვეტილი სიცოცხლე - დღეს "რუსთავი 2-ის" ოპერატორი გოჩა რამიშვილი 45 წლის გახდებოდა

გოჩა რამიშვილი, რომელიც დღე 45 წლის გახდებოდა, კადრის გადაღებისას დაიღუპა. ”მეც მზად ვარ” - უთხრა "რუსთავი 2-ის" ოპერტორმა სპეცრაზმელს და საკუთარი სიკვდილის გადაღება დაიწყო.

კადრები 13 წლის წინ, 6 სექტემბერს, შავნაბადას ბაზაზეა გადაღებული. მეგობრის ეს მძიმე კადრები საბედისწერო აღმოჩნდა ჟურნალისტ გიორგი ქორქიასთვის და ოპერატორ ლექსო თვარაძესთვის, რომლებიც მაშინ მასთან ერთად გადასაღებ მოედანზე იყვნენ. მეგობრებმა ნახეს, როგორ ემსხვერპლა გოჩა რამიშვილი სპეცრაზმელის ბრმა ტყვიას.

გოჩა რამიშვილის კარიერა "რუსთავი 2-ის" დაბადებასთან ერთად, 1994 წელს დაიწყო. მაშინ გოჩა 17 წლის იყო და "რუსთავი 2-ის" შენობაში 2 კამერას სხვა კოლეგებთან ერთად იყოფდა. შემდეგ კი, წლების ნაგროვები გამოცდილება უმცროს თაობას გაუზიარა, რომელებიც დღეს გოჩას, მასწავლებელთან ერთად, საუკეთესო მეგობრად იხსენებენ. 

გოჩას გარდაცვალებიდან 13 წელი გავიდა, მეგობრები ამ დრომდე ვერ პატიობენ ყველაზე სარისკო და საბედისწერო კადრის გადაღებას, მაგრამ საუბარი გოჩაზე კურიოზების გახსენების გარეშე წარმოუდგენელია.

დიდი ტრაგედიის შედეგ, ყოველწლიურად გოჩა რამიშვილის სახელობის კონკურსი ეწყობა - კონკურსში, რომელშიც წლების განმავლობაში მხოლოდ "რუსთავი 2-ის" ოპერატორები მონაწილეობდნენ, არხის ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით, სიახლეები შევა.

დღის ამბები