ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ფქვილის მწარმოებელი კომპანიის თანამშრომლები უკვე მე-4 დღეა, გაფიცულები არიან. დღეს აქციის მონაწილეებთან ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრებიც ჩავიდნენ. საია მათ სამართლებრივ მხარდაჭერას გაუწევს.
დასაქმებულები ხელფასის გაზრდას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და ჯანმრთელობის დაზღვევას მოითხოვენ.
შპს "გურია ექსპრესის" თანამშრომლები ხელმძღვანელობის მხრიდან დამამცირებელ დამოკიდებულებაზეც საუბრობენ.
კომპანიის წარმომადგენლები დღეს ადგილზე აღარ გამოჩენილან, თუმცა გუშინ "გურია ექსპრესი" გაფიცულ თანამშრომლებს პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა.
შპს "გურია ექსპრესის" გაფიცული თანამშრომლები დავას და პროტესტის გაგრძელებას იქამდე აპირებენ, სანამ კომპანიის მხრიდან მათი ყველა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.