19 ნოემბერი 2024,   20:23
ვრცლად
თემქის ხანდაზმულთა პანსიონატში ბენეფიციარების ვაქცინაციის პროცესს ჯანდაცვის მინისტრი დაესწრო

ქვეყანაში იმუნიზაციის პროცესი გრძელდება. ცოტა ხნის წინ, თემქის მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარები აიცრნენ. ადგილზე იმყოფებოდა ჯანდაცვის მინისტრიც.

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე თექმით, ხანდაზმულთა პანსიონატში ბენეფიციარების ვაქცინაციის პროცესს დაესწრო.

"დღესდღეობით ჩვენ პანსიონატებში გვყავს მოხუცები, რომლებიც არიან აცრილები, მაგრამ ამ ყველაფერს არ ჰქონდა ორგანიზებული ხასიათი და როდესაც ჩვენ ვნახეთ რა დინამიკით ხდებოდა მოხუცებულების აცრა და ასევე, რა წარმოადგენდა იმ პრობლემას, რომ მათი აცრა ვერ ხდებოდა მეტი ინტენსივობით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამას უფრო მეტად ორგანიზებული სახე მივცეთ და ეს პროცესი განხორციელდეს მათ კონკრეტულ ადგილსამყოფელზე. დღეიდან ჩვენ დავიწყეთ მათი ორგანიზებული აცრა, რაც მთელი საქართველოს მასშტაბით გაგრძელდება. ორშაბათს დაგეგმილია ქუთაისის პანსიონატში მსგავსი აქციის ჩატარება, რათა ყველაზე მოწყვლადი მოსახლეობისთვის ვისთვისაც კოვიდპანდემია ყველაზე დიდ რისკს წარმოადგენს მაქსიმალურად დროულად შევქმნათ უსაფრთხო გარემო," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

დღის ამბები