თბილისში მომავალი კვირის დასაწყისში იმუნიზაციისთვის დაახლოებით 30 კაბინეტი დაემატება - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
როგორც ამირან გამყრელიძე ამბობს, თბილისში ვაქცინაცია საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს და ადგილები სწრაფად ივსება.
"თბილისში გარკვეული პრობლემები იყო და არის ჯერჯერობით ჩაწერასთან დაკავშირებით. სწრაფად ივსება, როცა ახალი კაბინეტები იხსნება, მაგრამ ორშაბათ-სამშაბათიდან სულ მცირე, 30 კაბინეტი დაემატება და ეს პრობლემა მოიხსნება," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.