რუის-ურბნისის ეპარქიაში მომხდარზე საუბარს სასულიერო პირები თავს არიდებენ. ფიზიკური ძალადობის ფაქტზე განმარტებებს მხოლოდ დაშავებული დეკანოზი აკეთებს.
მაღალი იერარქიის სასულიერო პირები ახლა ბაღდათში, ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონის დაბადების დღეზე იმყოფებიან, თუმცა მათ მომხდარზე კომენტარის გაკეთება იმ საბაბით არ ისურვეს, რომ ინფორმაცია არ აქვთ.
მღვდელმონაზონი ანდრია სარია ამბობს, რომ ძალადობრივად საქმეების გადაწყვეტის ცდუნებას დაუსჯელობა აჩენს:
"როდესაც კონკრეტულ საქმეებზე არ ხდება პასუხის გაცემა საეკლესიო სამართლით, მერე ადამიანებს უჩნდებათ ძალადობრივად საქმეების გადაწყვეტის ცდუნება. ის, რომ მძღოლმა სცემა, ეს არ ამართლებს ეპისკოპოსს," - აცხადებს ანდრია სარია. მისი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა, დეკანოზი მტყუანია თუ მართალი, ძალადობა კანონით ყველა შემთხვევაში დასჯადია.
დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი "კურიერთან" საუბრისას რუის-ურბნისის ეპარქიაში მის მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტს ადასტურებს.
სასულიერო პირი ყვება, რომ მას სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსის, მეუფე სვიმეონის მძღოლი ფიზიკურად შეეხო.