25 აპრილი 2024,   19:40
ვრცლად
"თავდაჯერებულად რომ შედიხარ, პირდაპირ გაძლევენ უპრობლემოდ" - რამდენად მარტივია აფთიაქებში ფსიქოტროპული მედიკამენტების შეძენა

რამდენად ხელმისაწვდომია აფთიაქებში ფსიქოტროპული მედიკამენტები, რომლის გაცემაც რეცეპტის გარეშე აკრძალულია? სააფთიაქო ნარკომანიის ფაქტზე 5 ობიექტის ხელმძღვანელები დააკავეს. მათ ბრალად უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება ედებათ.

საგამოძიებო უწყებაში ამბობენ, რომ შესაბამისი მოქმედებების შედეგად, კონკრეტული აფთიაქებიდან ამოღებულ იქნა დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული მედიკამენტი. ამ დროისთვის მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. 

"თავდაჯერებულად რომ შედიხარ, პირდაპირ გაძლევენ უპრობლემოდ. მთავარია ფული გქონდეს. ყველაზე ცუდი რაცაა, რამდენჯერ შევსულვარ და პატარა ბავშვები შემხვედრიან, 17-18 წლისები, რომლებიც მოიხმარენ და ეგაა ყველაზე დიდი პრობლემა,“ - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე. 

დღის ამბები