19 ნოემბერი 2024,   20:31
ვრცლად
ჯანმომ SINOPHARM-ის ვაქცინისთვის ავტორიზაციის მინიჭებას მხარი დაუჭირა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ  ჩინური "სინოფარმის“ ვაქცინის გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაციის მინიჭების საკითხს მხარი დაუჭირა. 

გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ ჯანმოს დირექტორმა გამოაცხადა.

"ამ გადაწყვეტილებიოთ ეს ვაქცინა რიგით მეექვსეა, რომელმაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან უსაფრთხოების, დაცულობისა და ხარისხის კუთხით ვალიდურობა მიიღო.  ამ გზით ფართოვდება ვაქცინების სია  "კოვაქს" პლატფორმაზე.

სახელმწიფოებს აძლევს რწმენას, დააჩქარონ თავიანთ ქვეყნებში მარეგულირებული ორაგნოების მიერ ვაქცინის დამტკიცების პროცესი და იმპორტი. იმუნიზაციის ექსპერტთა სტარტეგიოულმა ჯგუფმა ასევე გადახედა ხელმისაწვდომ მონაცემებს და რეკომენდაციას იძლევა გამოიყენონ ვაქცინის 2 დოზა, 18 წლიდან ზევით. ვაქცინა რჩება სასიხოცხლოდ მნიშვნელოვან იარაღად,  მაგრამ ახლა ვაქცინის რაოდენობა და მიწოდება  არასაკმარისია," - განაცხადა ჯანდაცბის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს გებრეიესუსმა.

შეგახსენებთ, საქართველოში უკვე რამდენიმე დღეა 18 წელს გადაცილებულ პირებს ჩინური წარმოების ვაქცინა "სინოფარმით" აცრის საშუალება მიეცათ. საჯაროდ აიცრნენ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები და პოლიტიკოსები.  

"სინოფარმით" ვაქცინაცია საქართველოში 18 წელს ზემოთ მსურველ მოქალაქეებს შეუძლიათ. საერთო ჯამში, ქვეყანაში ამ ეტაპზე "სინოფარმის" 100 000 დოზაა შემოტანილი.  

დღის ამბები