19 ნოემბერი 2024,   20:24
ვრცლად
სააფთიაქო ნარკომანია - თბილისში 5 აფთიაქის ხელმძღვანელი დააკავეს

სააფთიაქო ნარკომანია თბილისში. დაკავებულია თბილისის 5 აფთიაქის ხელმძღვანელი. ხუთივე აფთიაქიდან ამოღებულია დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული მედიკამენტი, რომლის რეალიზაციაც უნებართვოდ ხდებოდა.

თბილისი ისევ ნარკომანიის გამოწვევის წინაშეა, სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ ყიდვა საქართველოში  დაბრკოლებას დღესაც არ წარმოადგენს.

მცირე ზომის აფთიაქებში, რომლებიც თითქმის ყველა ქუჩაზეა გახსნილი, მოქალაქეები სამედიცინო დანიშნულების გარეშე მიდიან, ითხოვენ მათთვის სასურველ პრეპარატს და მედიკამენტების მიზნობრიობას არავინ აკონტროლებს.

დღის ამბები