სპეციალისტები "სინოფარის“ ვაქცინის შესახებ საუბრობენ და მას აქტიურ რეკომენდაციას უწევენ. ონკოლოგი, ფარმაკოლოგიის ლექტორი, გიორგი ღოღობერიძე ამბობს, რომ საზოგადოება ამ ვაქცინას უფრო ენდობა, ალბათ იმიტომ, რომ ის არის ტრადიციული გზებით შექმნილი.
"რამდენ ხანს გრძელდება მისი ეფექტურობა, რამდენ ხანს ნარჩუნდება ანტისხეულები ორგანიზმში, ჩვენთვის ეს გახდება ცნობილ უფრო მოგვიანებით. თუმცა, მანამდე დაკვირვება აჩვენებს, რომ საზოგადოება ამ ვაქცინას უფრო ენდობა, ალბათ იმიტომ, რომ ის არის ტრადიციული გზებით შექმნილი,“ - ამბობს გიორგი ღოღობერიძე.
მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ დღევანდელი გადაწყვეტილებით, ვაქცინისადმი ნდობა კიდევ უფრო გაიზრდება.
"ახლა საქართველოსთვის მთავარი ამოცანაა, რაც შეიძლება ბევრი ადამიანი იქნეს ვაქცინირებული, დღეს უვე არჩევანი გვაქვს სინოფარმსა და ასტრაზენეკას შორის. ეს მართლაც მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, რომ დაგვეხმარება იმ მიზნის მიღწევაში, რასაც ჰქვია წლის ბოლოსთვის მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაცია,“ - აცხადებს ივანე ჩხაიძე.
შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩინური "სინოფარმის“ ვაქცინის გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაციის მინიჭების საკითხს მხარი დაუჭირა.