19 ნოემბერი 2024,   21:51
ვრცლად
ჩინური რაკეტა დედამიწას მოუახლოვდა - ნამსხვრევები შესაძლოა იტალიის 9 რეგიონიდან ერთ-ერთში ჩამოვარდეს

ჩინური რაკეტის ნამსხვრევები შესაძლოა იტალიის 9 რეგიონიდან ერთ-ერთში ჩამოვარდეს, რის გამოც მოქალაქეებს შინ დარჩენისკენ და ღია სივრცეში ყოფნისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა - italy24news-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ქვეყანა მითითებებს "სამოქალაქო დაცვისა და ოპერატიული კომიტეტისგან" იღებს.

სპეციალურ სხდომის შემდეგ, რომელიც დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ფაბრიციო კურციომ გამართა, კომიტეტის წევრებმა განაცხადეს, რომ ნაკლებად სავარაუდოა ატმოსფეროში შემოჭრილი რაკეტის ნამსხვრევები იმდენად დიდი იყოს, მას შენობების ნგრევა მოჰყვეს.

ჩინეთის ხელისუფლება კი, მოსახლეობას არწმუნებს, რომ დედამიწის დაზიანების რისკი ძალიან დაბალია და 22 ტონიანი რაკეტის ნამსხვრევების უმეტესობა ჰაერში განადგურდება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები