ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები ჰესის მშენებლობის ადგილზე მივიდნენ, სადაც კომპანია "ენკა" სამუშაოებს ახორციელებს..
პერმანენტული აქციის მონაწილეები კაშხლის მოსამზადებელ სამუშაოებს აპროტესტებენ.
ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების თქმით, მთავრობის დაპირების მიუხედავად, ადგილზე არა ინფრასტრუქტურის მოწესრიგების, არამედ უშუალოდ კაშხლის მშენებლობა მიმდინარეობს.
მათ ადგილზე გარემოს დაცვის დეპარტამენტის და კომპანიის წარმომადგენლის მისვლა მოითხოვეს, რისთვისაც ცხელ ხაზზეც დარეკეს.
იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორია მოადგილემ ჰესის მოწინააღმდეგეებს განუცხადა, რომ დეპარტამენტის თანამშრომლები ადგილზე ორშაბათს მივლენ და მოხდება მომდინარე სამუშაოების შესწავლა. იქამდე კი მუშაობა შეჩერდება. არსებული ინფორმაციით, ადგილზე კაშხლის მშენებლობას არ ადასტურებენ "კომპანია" "ენკაში" და განმარტავენ, რომ ადგილზე სამუშაოები მხოლოდ გაცემული ნებართვის და მოსამზადებელი ფაზის ფარგლებში ხორციელდება.
ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.