19 ნოემბერი 2024,   20:25
ვრცლად
ჩინური რაკეტა დედამიწაზე ჩამოვარდა

ჩინეთის რაკეტის გამწევი დედამიწის ატმოსფეროში შემოვიდა და მისი ნარჩენები ინდოეთის ოკეანეში ჩაცვივდა.

ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, რაკეტის დიდი ნაწილი ატმოსფეროში შემოსვლისას დაიწვა.

ჩინური რაკეტა Long March 5B კოსმოსში რამდენიმე დღის განმავლობდაში უკონტროლოდ გადაადგილდებოდა.  

რაკეტა, რომელიც დედამიწიდან 29 აპრილს აფრინდა, სიგრძეში, დაახლოებით, 30 მეტრი იყო და 22 ტონას იწონიდა. ის კოსმოსში 29 000 კილომეტრი საათი სიჩქარით გადაადგილდებოდა.

დღის ამბები